Sunday, November 17, 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

მოგესალმებით!

დამთავრდა ინტელის ტრენინგი, საინტერესო, ხარისხიანი, მნიშვნელოვანი.  ჩემმა ტრენინგის პორტფოლიომ დასრულებული სახე მიიღო. გავაკეთე პრეზენტაცია და ავტვირთე ბლოგზე. ვფიქრობ, ბევრი რამ შევისწავლე პროექტებით სწავლების შესახებ. მე მას აუცილებლად განვახორციელებ პრაქტიკულად. მადლობა ინტელს, ასეთი ლამაზი და ეფექტური საჩუქრისათვის-ამ ტრენინგისათვის! მადლობა უფალს, რომ არსებობენ ისეთი ნიჭიერი, განათლებული, ყოველმხრივ განვითარებული, ტაქტიანი ტრენერები, როგორიც არის დათო ჯანიაშვილი! გმადლობთ, დათო, ცოდნა და გამოცდილება რომ შეგვძინე ამ მნიშვნელოვან საკითხში, სტიმულს რომ გვაძლევდი მუშაობისას, ,,მაგარია!” რომ გვეტყოდი ხოლმე და მოტივაციას გვიასმაგებდი! გაიხარეთ, დათო, უფალი გფარავდეთ! ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ დიდ წარმატებებს!










Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მერვე დღე

მოგესალმებით!

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე. პროექტის გეგმა თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ. ვიმუშავე და შევავსე დიფერენცირებული სწავლების გრაფები, ასევე ჩამოვწერე სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები, ბეჭვდითი მასალები, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები. ნაწილობრივ ვიმუშავე სასწავლო პროცედურებზეც, რომელიც მეტად რთული და საინტერესო დასაწერია, თან დიდ დროს მოითხოვს. აქ თავი უნდა მოვუყაროთ ყველა სასწავლო  პროცედურას, რომლებიც პროექტში დაგვჭირდა. 
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დაგვრჩა მხოლოდ ერთი დღე. უნდა შევავსოთ პორტფოლიოები, ყველაფერი მოვაწესრიგოთ...   


ტრენინგის მეშვიდე დღე

მოგესალმებით!

ძალიან შემოქმედებითი იყო საშინაო დავალების შესრულება, თუმცა დიდ დროსა და შრომას ითხოვდა. უნდა წარმოგვედგინა თავი მოსწავლის ადგილას და შეგვექმნა  ნამუშევარი პროექტთან დაკავშირებით. ამ დავალებამ ნათლად დაგვანახა, რა აქტივობას უნდა მივმართოთ ჩვენ, რომ მოსწავლემ მითითებული დავალება შეასრულოს. მე წარმოვადგინე კვლევის პრეზენტაცია, შესრულებული ,,მოსწავლეთა ჯგუფის” მიერ, პროექტიდან გამომდინარე. თუმცა არ არის გამორიცხული, მოსწავლეებმა უკეთესად შეასრულონ ეს დავალება. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, რომლებიც მოსწავლემ უნდა იცოდეს მუშაობის პროცესში, რომ უკეთესი ნამუშევარი გამოუვიდეს.
დავამუშავეთ მე-6 მოდული. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის მომდევნო საკითხებზე: სწავლების პროცედურებისა და დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
ეს დღეც მეტად საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დავიღალე...........



Monday, November 4, 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

მოგესალმებით!

           წინა ტრენინგზე მიღებული რჩევები გავითვალისწინე და დავხვეწე შეფასების დროის ჩარჩო. ამის შემდეგ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ავტვირთეთ Google drive–ში და გავაზიარეთ ჯგუფში, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბლოგზე.
ამ დღეს მეტად საინტერესო აქტივობას გავეცანით- ინტერნეტით  მოსწავლეების გამოკითხვა.

მივიღეთ დავალება: პროექტის გეგმაში დავუმატოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნის შესახებ; შევქმნათ შეფასების  დროის ჩარჩოში მითითებული ყველა რუბრიკა და სქემა;  
შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მომავალ კვირამდე სერიოზული მუშაობა გველოდება. არ მინდა, რამე დავტოვო შეუსრულებელი...

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის მეხუთე დღე


   მოგესალმებით!

 ხალისით და დიდი ინტერესით წავედი ტრენინგზე. ბედნიერებაა, როცა ძალიან განათლებული და თავისი საქმის კარგად მცოდნე ტრენერი გვყავს!  ვიცი, ყველა ჩემს შეკითხვას პასუხი გაეცემა...
დღე ჩვენი პროექტების გეგმების პრეზენტაციით დაიწყო. მომზადებული გვქონდა Power-Point-ში სლაიდ-შოუ. გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიმთავრებია, მაგრამ შუალედური პრეზენტაცია ძალიან  სასარგებლო  აღმოჩნდა. ნათლად გამოჩნდა პროექტის დაგეგმვის სწორი გზა. პირადად მე მეტად მნიშვნელოვანი რჩევები მივიღე.
ვიმუშავეთ შეფასების შეჯამებაზე, გავეცანით მესამე მოდულში მოთავსებულ საავტორო უფლებებს. მივიღეთ დავალება: განვაგრძოთ ჩვენს პროექტზე მუშაობა და შევავსოთ შეფასების ინსტრუმენტების მონახაზის გრაფა, შევიმუშაოთ შეფასების რუბრიკები.
 რა თქმა უნდა, დღევანდელი დღითაც კმაყოფილი დავრჩი!