მოგესალმებით!
დამთავრდა ინტელის ტრენინგი, საინტერესო, ხარისხიანი, მნიშვნელოვანი. ჩემმა ტრენინგის პორტფოლიომ დასრულებული სახე მიიღო. გავაკეთე პრეზენტაცია და ავტვირთე ბლოგზე. ვფიქრობ, ბევრი რამ შევისწავლე პროექტებით სწავლების შესახებ. მე მას აუცილებლად განვახორციელებ პრაქტიკულად. მადლობა ინტელს, ასეთი ლამაზი და ეფექტური საჩუქრისათვის-ამ ტრენინგისათვის! მადლობა უფალს, რომ არსებობენ ისეთი ნიჭიერი, განათლებული, ყოველმხრივ განვითარებული, ტაქტიანი ტრენერები, როგორიც არის დათო ჯანიაშვილი! გმადლობთ, დათო, ცოდნა და გამოცდილება რომ შეგვძინე ამ მნიშვნელოვან საკითხში, სტიმულს რომ გვაძლევდი მუშაობისას, ,,მაგარია!” რომ გვეტყოდი ხოლმე და მოტივაციას გვიასმაგებდი! გაიხარეთ, დათო, უფალი გფარავდეთ! ტრენინგის ყველა მონაწილეს ვუსურვებ დიდ წარმატებებს!
Sunday, November 17, 2013
Saturday, November 16, 2013
Sunday, November 10, 2013
ტრენინგის მერვე დღე
მოგესალმებით!
დღევანდელი
დღეც ძალიან საინტერესო
და შემოქმედებითი იყო. ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე. პროექტის გეგმა თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ. ვიმუშავე და შევავსე დიფერენცირებული სწავლების გრაფები, ასევე ჩამოვწერე სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები, ბეჭვდითი
მასალები, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები. ნაწილობრივ ვიმუშავე სასწავლო
პროცედურებზეც, რომელიც მეტად რთული და საინტერესო დასაწერია, თან დიდ დროს
მოითხოვს. აქ თავი უნდა მოვუყაროთ ყველა სასწავლო პროცედურას, რომლებიც
პროექტში დაგვჭირდა.
ჩვენი
ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დაგვრჩა მხოლოდ ერთი დღე. უნდა შევავსოთ
პორტფოლიოები, ყველაფერი მოვაწესრიგოთ...
ტრენინგის მეშვიდე დღე
მოგესალმებით!
ძალიან შემოქმედებითი იყო საშინაო დავალების შესრულება, თუმცა დიდ დროსა და შრომას ითხოვდა. უნდა წარმოგვედგინა თავი მოსწავლის ადგილას და შეგვექმნა ნამუშევარი პროექტთან დაკავშირებით. ამ დავალებამ ნათლად დაგვანახა, რა აქტივობას უნდა მივმართოთ ჩვენ, რომ მოსწავლემ მითითებული დავალება შეასრულოს. მე წარმოვადგინე კვლევის პრეზენტაცია, შესრულებული ,,მოსწავლეთა ჯგუფის” მიერ, პროექტიდან გამომდინარე. თუმცა არ არის გამორიცხული, მოსწავლეებმა უკეთესად შეასრულონ ეს დავალება. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, რომლებიც მოსწავლემ უნდა იცოდეს მუშაობის პროცესში, რომ უკეთესი ნამუშევარი გამოუვიდეს.
დავამუშავეთ მე-6 მოდული. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის მომდევნო საკითხებზე: სწავლების პროცედურებისა და დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
ეს დღეც მეტად საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დავიღალე...........

Monday, November 4, 2013
ტრენინგის მეექვსე დღე
მოგესალმებით!
წინა ტრენინგზე მიღებული რჩევები გავითვალისწინე და დავხვეწე შეფასების დროის ჩარჩო. ამის შემდეგ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ავტვირთეთ Google drive–ში და გავაზიარეთ ჯგუფში, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბლოგზე.

ამ დღეს მეტად საინტერესო
აქტივობას
გავეცანით-
ინტერნეტით
მოსწავლეების გამოკითხვა.
მივიღეთ დავალება: პროექტის გეგმაში დავუმატოთ მოსწავლის საბაზისო ცოდნის შესახებ; შევქმნათ შეფასების დროის ჩარჩოში მითითებული ყველა რუბრიკა და სქემა;
შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
მომავალ კვირამდე სერიოზული მუშაობა გველოდება. არ მინდა, რამე დავტოვო შეუსრულებელი...
Sunday, November 3, 2013
Saturday, November 2, 2013
ტრენინგის მეხუთე დღე
მოგესალმებით!
ხალისით და დიდი ინტერესით წავედი ტრენინგზე. ბედნიერებაა, როცა ძალიან განათლებული და თავისი საქმის კარგად მცოდნე ტრენერი გვყავს! ვიცი, ყველა ჩემს შეკითხვას პასუხი გაეცემა...
დღე ჩვენი პროექტების გეგმების პრეზენტაციით დაიწყო. მომზადებული გვქონდა Power-Point-ში სლაიდ-შოუ. გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიმთავრებია, მაგრამ შუალედური პრეზენტაცია ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ნათლად გამოჩნდა პროექტის დაგეგმვის სწორი გზა. პირადად მე მეტად მნიშვნელოვანი რჩევები მივიღე.
ვიმუშავეთ შეფასების შეჯამებაზე, გავეცანით მესამე მოდულში მოთავსებულ საავტორო უფლებებს. მივიღეთ დავალება: განვაგრძოთ ჩვენს პროექტზე მუშაობა და შევავსოთ შეფასების ინსტრუმენტების მონახაზის გრაფა, შევიმუშაოთ შეფასების რუბრიკები.
რა თქმა უნდა, დღევანდელი დღითაც კმაყოფილი დავრჩი!
Wednesday, October 30, 2013
ტრენინგის მეოთხე დღე
მოგესალმებით!
დღეს პირველ რიგში უნდა აგვეტვირთა ჩვენი გამზადებული ბუკლეტები პროექტის შესახებ. წუხელს ღამის 12სთ. იყო, რომ დავამთავრე ბუკლეტზე მუშაობა, მიხაროდა, რადგან მომწონდა. უნდა გამეგზავნა ტრენერთან, მაგრამ თურმე არ შემინახავს და დავკარგე!!!! ძალიან მეწყინა, ჩემს უყურადღებობაზე გავბრაზდი, მაგრამ ,,კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობსო” - ჩამძახა დიდმა შოთამ და დავიწყე თავიდან და ღამის პირველ სთ-ზე ძლივს დავასრულე......... ტრენინგზე ეს ბუკლეტები ავტვირთეთ ბლოგზე, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმუშავეთ (რაც მე არ მიყვარს და ძალიან მიჭირს...) ეს არის შეფასების გეგმა. გავერკვიე, როგორ უნდა დაგვეწერა შეფასების დროის ჩარჩო : პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. გავეცანით შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს. მუშაობა დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი იყო, რადგან ბევრ რამეში გავერკვიე. მივიღეთ დავალება: მომავალი კვირისთვის უნდა შევავსოთ პროექტის გეგმა შეფასების ჩათვლით და გავაკეთოთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია Power-Point-ში.

Sunday, October 27, 2013
ტრენინგის მესამე დღე
მოგესალმებით!
ერთი კვირის შესვენების შემდეგ კვლავ შევიკრიბეთ. (თუმცა შესვენებას ვერ დავარქმევ, სამუშაო საკმაოდ ბევრი გვქონდა...) მეტ-ნაკლებად გავართვით თავი დავალებას და დიდი ხალისით შევუდექით ტრენინგზე მუშაობას. შემოგთავაზებთ ამ დღის რეფლექსიას: ინტელის პროგრამაში დავიწყეთ მეორე მოდული.
საკითხავი მასალიდან -სასწავლო პროექტის დაგეგმვიდან- ვიმუშავეთ აქტივობა 1-ზე: სტანდარტების გათვალისწინების შესახებ და აქტივობა 2-ზე- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
მეორე მოდულის შესავალში არის ასევე ფაილების ჩამონათვალი, რომლებიც უსათუოდ დაგვჭირდება მუშაობისას.
გავეცანით:
და აგრეთვე შემდეგ ხუთ ფაილს, რომლებიც მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისთვის გამოგვადგება. ესენია:
როგორც ყოველთვის, დღევანდელი დღეც მეტად შინაარსიანი და მრავლისმომცემი იყო. შემდეგი დღისთვის დავალებაც მივიღეთ: პროექტის გეგმას უნდა მივუმატოთ:
1. სასწავლო მიზნები და ამოცანები - განყოფილება (მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები)
2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითვები .
Friday, October 25, 2013
ტრენინგის მეორე დღე
მოგესალმებით! დიდი შემართებით დავიწყეთ ტრენინგის მეორე დღე. პირველად ვისწავლეთ, როგორ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან ჯგუფის წევრებმა ელექტრონულად.
ჩვენი ჯგუფის მისამართია: intelis-treningi@googlegroups.com გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, როგორ შევამოწმოთ
ჩვენი პროექტები პორტფოლიოს რუბრიკით. გავეცანით ბუკლეტების შაბლონს. შევქმენით ახალი ბლოგი, რომელშიც შევაჯამეთ ჩვენი ორდღიანი მუშაობა.
ტრენერისგან მივიღეთ დავალება: შევქმნათ საინფორმაციო ბუკლეტი ჩვენი პროექტის შესახებ; დავწეროთ სასწავლო პროექტის გეგმის ნაწილი- სტანდარტების ჩათვლით.
ტრენინგის მეორე დღეც მეტად ნაყოფიერი იყო.შევეჩვიე ასეთი დატვირთვით მუშაობას, ამიტომ აღარ დავღლილვარ... ერთი კვირით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ვფიქრობ,
საკმარისი დრო მაქვს, რომ კარგად შევასრულოთ დავალება!
Sunday, October 20, 2013
ტრენინგის პირველი დღე
მოგესალმებით! დღეს ვიწყებთ ტრენინგს პროექტებით სწავლების შესახებ. ეს intel-ის საჩუქარია მასწავლებლებისათვის!მოტივაცია ამაღლებული გვაქვს, თუმცა წინ ძალიან რთული, დამღლელი,მაგრამ მეტად საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი გველოდება. ჩვენი ტრენერი ახალგაზრდა კაცია- დავით ჯანიაშვილი. მე გავლილი მაქვს მასთან ტრენინგი: ,,ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”. საოცარი ადამიანია დათო...გადაბმულად შეუძლია იმუშაოს მთელი დღის განმავლობაში და არ დაიღალოს, ისე გადმოსცემს სასწ. მასალას, რომ მის თითოეულ სიტყვას სამუდამოდ იმახსოვრებ.ვწყვეტ მასზე საუბარს, რადგან ეუხერხულება, როცა აქებენ.ჯგუფში 10 მსმენელია, სიმშვიდეა და ურთიერთკეთილგანწყობა.
მაშ,ტრენინგის პირველი დღე: intel-ის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა. გავეცანით ძირითად პროგრამას- Essention-ს. მოდული 1- პროექტებით სწავლება -ეს ჩვენი გზამკვლევია! ტექსტზე მუშაობისას გავეცანით,როგორ უნდა მოვნიშნოთ ტექსტში ფრაზები ფერებით, ჩავნიშნოთ სანიშნით ან გავაკეთოთ კომენტარი. შევისწავლეთ პორტფოლიოს აწყობა. პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად. მივიღეთ საშინაო დავალება: 1)გავეცნოთ პროექტის გეგმის შაბლონს, 2)პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.3)გავეცნოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, 4)გავეცნოთ პროექტების ნიმუშებს.
ასე დასრულდა 1-ლი დღე. მეტად ნაყოფიერი, მაგრამ ძალიან დავიღალე...
Subscribe to:
Posts (Atom)