Wednesday, October 30, 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

მოგესალმებით!
დღეს პირველ რიგში უნდა აგვეტვირთა ჩვენი გამზადებული ბუკლეტები პროექტის შესახებ. წუხელს ღამის 12სთ. იყო, რომ დავამთავრე ბუკლეტზე მუშაობა, მიხაროდა, რადგან მომწონდა. უნდა გამეგზავნა ტრენერთან, მაგრამ თურმე არ შემინახავს და დავკარგე!!!! ძალიან მეწყინა, ჩემს უყურადღებობაზე გავბრაზდი, მაგრამ ,,კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობსო” - ჩამძახა დიდმა შოთამ და დავიწყე თავიდან და ღამის პირველ სთ-ზე ძლივს დავასრულე......... ტრენინგზე ეს ბუკლეტები ავტვირთეთ ბლოგზე, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმუშავეთ (რაც მე არ მიყვარს და ძალიან მიჭირს...) ეს არის შეფასების გეგმა. გავერკვიე, როგორ უნდა დაგვეწერა შეფასების დროის ჩარჩო :  პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ. გავეცანით შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს. მუშაობა დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი იყო, რადგან ბევრ რამეში გავერკვიე. მივიღეთ დავალება:  მომავალი კვირისთვის უნდა შევავსოთ პროექტის გეგმა შეფასების ჩათვლით და გავაკეთოთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია Power-Point-ში.

No comments:

Post a Comment