Sunday, October 20, 2013
ტრენინგის პირველი დღე
მოგესალმებით! დღეს ვიწყებთ ტრენინგს პროექტებით სწავლების შესახებ. ეს intel-ის საჩუქარია მასწავლებლებისათვის!მოტივაცია ამაღლებული გვაქვს, თუმცა წინ ძალიან რთული, დამღლელი,მაგრამ მეტად საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი გველოდება. ჩვენი ტრენერი ახალგაზრდა კაცია- დავით ჯანიაშვილი. მე გავლილი მაქვს მასთან ტრენინგი: ,,ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”. საოცარი ადამიანია დათო...გადაბმულად შეუძლია იმუშაოს მთელი დღის განმავლობაში და არ დაიღალოს, ისე გადმოსცემს სასწ. მასალას, რომ მის თითოეულ სიტყვას სამუდამოდ იმახსოვრებ.ვწყვეტ მასზე საუბარს, რადგან ეუხერხულება, როცა აქებენ.ჯგუფში 10 მსმენელია, სიმშვიდეა და ურთიერთკეთილგანწყობა.
მაშ,ტრენინგის პირველი დღე: intel-ის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა. გავეცანით ძირითად პროგრამას- Essention-ს. მოდული 1- პროექტებით სწავლება -ეს ჩვენი გზამკვლევია! ტექსტზე მუშაობისას გავეცანით,როგორ უნდა მოვნიშნოთ ტექსტში ფრაზები ფერებით, ჩავნიშნოთ სანიშნით ან გავაკეთოთ კომენტარი. შევისწავლეთ პორტფოლიოს აწყობა. პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად. მივიღეთ საშინაო დავალება: 1)გავეცნოთ პროექტის გეგმის შაბლონს, 2)პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.3)გავეცნოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, 4)გავეცნოთ პროექტების ნიმუშებს.
ასე დასრულდა 1-ლი დღე. მეტად ნაყოფიერი, მაგრამ ძალიან დავიღალე...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment